ლეო მესი აგრძელებს რეკორდების დამყარებას , 50 გოლის გატანით ლა ლიგაში
მან დაამყარა "პიჩიჩის" მოქმედი რეკორდი 41 გოლი რომელიც მადრიდის რეალის
ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდოს ეკუთვნოდა 2010-2011 წლების სეზონში და
"ოქროს ბუცის" რეკორდი 47 გოლი რომელიც დუდუ ჯორჯესკუს ეკუთვნოდა 1976-1977
წლების სეზოზონში.
კატალონიურ ”ბარსელონას” ერთ-ერთ საუკეთესო მცველს დანი ალვეშს სურს კონტრაქტის ამოწურვამდე ”ბარსელონას” ღირსებას იცავდეს.
”მე თუ დავაპირებ კლუბიდან წასვლას, ეს მოხდება კონტრაქტის ამოწურვისას, ჩემი შენარჩუნება კლუბსაც სურს ეს მე მახარებს. ”მე ასევე ძალიან დამწუხრებული და გაოგნებული ვარ გვარდიოლას წასვლით, პეპი ნამდვილი გულშემატკივრების საყვარელი ადამიანი იყო.--დაასრულა ალვეშმა ინტერვიუ.
მოგეხსენებათ, პეპ გუარდიოლამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება "ბარსას"
დატოვების შესახებ და კატალონიელთა დიდი ინტერესისა, რომ პეპი გუნდში
დაბრუნებულიყო უკვე ფუჭია.
როგორც სპორტული ჟურნალი Lance იტყობინება,
გუარდიოლასთან კონტრაქტის გაფორმებას ბრაზილიის ეროვნული ნაკრები შეეცდება,
ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას განსაზღვრული აქვს, რომ პეპ გუარდიოლა
გუნდს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანს.ამჟამად ბრაზილიელთა
მწვრთნელი მუნო მენესესი არის.