შაბათი, 2024-05-18, 6:51 AM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი გუნდი

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » მასალის არქივი




"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, 23 წლის ჟეფრენ სუარესი ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა.


ჟეფრენმა პორტუგალიურ კლუბთან 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. "ბარსელონამ" ფეხბურთელში 3.7 მილიონი ევრო მიიღო. თავდაპირველად ვრცელდებოდა, რომ ესპანელის სანაცვლოდ კატალონიური კლუბი 5 მილიონ ევროს მიიღებდა. სუარესის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს.


გასულ სეზონში ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 13 მატჩი გამართა და ერთი გოლი გაიტანა.

Attachments:
Category: | Views: 785 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)



"სანტოსის" პრეზიდენტმა, ლუის ალვარო დე ოლივეირამ ისაუბრა იმ კლუბების შესახებ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ბრაზილიელი ნეიმარის შეძენით.


"როსელი დამიკავშირდა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი ფეხბურთელის გაყიდვას მინიმუმ მომავალი წლის დასაწყისამდე."– განაცხადა ოლივეირამ.


ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ნეიმარის საკუთარ რიგებში ხილვით "რეალის" გარდა კიდევ სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი. "დიახ, "რეალი" ნამდვილად არ არის ერთადერთი კლუბი, ვისაც ნეიმარის შეძენა სურს. ჩვენი ფეხბურთელის მიმართ მადრიდელთა გარდა ინტერესს იჩენენ "ჩელსი", "პსჟ", "იუვენტუსი" და "ბარსელონა"."


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულს ბრაზილიელი ნეიმარის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს მადრიდის "რეალი" იყო, თუმცა კლუბების პრეზიდენტები სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 789 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი, კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებას კარგ ფორმაში შეხვდება, იტყობინება ესპანური გამოცემა "მარკა".

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ "თეთრები" თავდაუზოგავად ემზადებიან მომდევნო სეზონისთვის.

"რა თქმა უნდა, გამარჯვებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამჟამად ჩვენ ვარჯიშებზე ვახდენთ კონცენტრაციას. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ "ბარსასთან" პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი იდეალურ ფორმაში იქნება. რაც შეეხება "რეალის" შედარებას გასული სეზონის გუნთან, ამაზე საუბარი ნაადრევია. სეზონი გრძელია და წინ უამრავი მატჩი გველის. ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს დრო გაგვცემს." – განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

Attachments:
Category: | Views: 706 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

კატალონიელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი გამოჯანმრთელდა ტრავმის შემდეგ და კვლავ დაიწყო ვარჯიში "არსენალთან" ერთად. ამასთანავე ჭორები მისი "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ არ წყდება.


"კანონირების" კაპიტანმა, რომელიც კუნთის ტრავმის გამო ბოლო დროის განმავლობაში განცალკევებით ვარჯიშობდა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა, ითამაშებს თუ არა ის შაბათს, "ბენფიკასთან" გასამართ მატჩში.

მიუხედავად იმისა, რომ ჭორები სესკის წასვლის შესახებ მუდმივად ვრცელდება არსენ ვენგერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ფაბრეგასმა შეიძლება ლონდონურ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

ვენგერმა ასევე განაცხადა, რომ სესკთან დაკავშირებით სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს, რათა მან შეძლოს ერთ რამეზე კონცენტრირება.

Attachments:
Category: | Views: 766 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

"ბარსელონას" მწვრთნელმა მექსიკური გუნდის კონტრშეტევებზე კარგი მოქმედება აღნიშნა და ასევე დაამატა, რომ გუნდში არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მას "მოწონს".


პეპ გვარდიოლამ "TV3"–ს ინტერვიუ "ჩივასთან" დასრულებული მატჩის შემდეგ მისცა და განაცხადა, რომ "ანგარიში ისეთია, როგორიც არის. მათ ნაკლები მომენტი შექმნეს, ვიდრე პირველ ტაიმში, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშეს კონტრშეტევებზე".

გვარდიოლამ აღიარა, რომ "მარცხი გუნდს სრულყოფილებისკენ უბიძგებს". მწვრთნელმა დაამატა, რომ "ამ ფეხბურთელებმა ერთად ძალიან ცოტა ითამაშეს. ჩვენ ყველა მატში გასამარჯვებლად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ შედეგით იმედგაცრუებული არ ვარ" – დაასრულა გვარდიოლამ.

Attachments:
Category: | Views: 698 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

სეზონის დასაწყისში "არსენალის" ფეხბურთელები ოფიციალურ ფოტოს იღებენ. თუმცა, ამ თითქოსდა უპრობლემო საქმიანოსისას გარკვეული წინააღმდგობა წარმოიქმნა. საქმე ისაა, რომ "მეთოფეთა" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის გუნდში დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ლონდონელები კატალონიელებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უახლოეს დღეებში ელიან.

დავუბრუნდეთ ფოტოსესიას. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე "არსენალმა" მარტივი გამოსავალი იპოვა. გუნდი ორ სურათს გადაიღებს. ერთ–ერთ მათგანში ფაბრეგასიც იქნება, ხოლო მეორეში არა. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელი ფეხბურთელი "მეთოფეთა" რიგებს დატოვებს, კაპიტნის სამკლაურს ვან პერსი მოირგებს.

გასული წელს ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ის კლუბში კიდევ ერთ წელს გაჩერდებოდა, ახლა კი ვითარება სულ სხვაგვარადაა და როგორც ჩანს ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 775 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)


"ბარსელონას" ფეხბურთელი, ჟეფრენ სუარესი, რომელიც უახლოეს დღეებში ლისაბონის "სპორტინგში" გადავა კატალონიურ კლუბზე ნაწყენი არაა.


ამის შესახებ განაცხადა ფეხბურთელის მამამ, ეფრენ სუარესმა: "ჟეფრენი "ბარსელონას" მშვიდად ტოვებს, ის ხოსეპ გვარდიოლას მადლობას უხდის მიცემული შესაძლებლობებისთვის. ჩვენ არ მოგვწონა მხოლოდ ის, რომ მას იყენებდნენ გასაცვლელ მონეტად და მის მოსაზრებას არ ითვალისწინებდნენ. ახალ კლუბში მას მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟეფრენი პროფესიული კუთხით გაიზრდება".
Attachments:
Category: | Views: 680 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერის შესახებ.


"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ "არსენალს" და თავად ფეხბურთელს. მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბთან თავდაჯერებით უნდა გავმართოთ" – ანდონი სუბისარეტას სიტყვებს "AS" ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მიმდინარე კვირას "არსენალს" ახალი და უკანასკნელი შეთავაზებით მიმართავს, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდება.

Attachments:
Category: | Views: 760 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

"ჩივასთან" მატჩამდე "ბარსელონას" ფეხბურთელებმა Sun Life სტადიონზე ივარჯიშეს.

ვაშინგტონის მსგავსად, მატჩის წინ გამართულ ვარჯიშს უამრავი გულშემატკივარი დაესწრო. საერთო ჯამში მათი რიცხვი დაახლოებით 2,500–ს შეადგენდა. მათ შორის იყვნენ Miami Dolphins (სტადიონის მფლობელები) და მსოფლიო ფეხბურთის გამოწვევა 2011–ის ორგანიზატორები.

მაყურებელთა შორის გამოჩნდა ფეხბურთის ერთ–ერთი ლეგენდა – პაოლო მალდინი. იტალიის ნაკრების ექს–ფეხბურთელმა თვალი ადევნა ვარჯიშს, გაესაუბრა გვარდიოლას და მიესალმა ფეხბურთელებს.განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ პაოლო მალდინსა და "ბარსელონას" კაპიტანს, კარლეს პუიოლს. "ბარსას" კაპიტნისთვის "მილანის" ყოფილი მცველი ფეხბურთელის იდეალია.

საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის 19 წლამდე ასაკის ნაკრების წევრებმა, ჟერარდ დეულფუმ და სერხი გომე ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 700 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

მაშინ, როდესაც ტიაგოს კონტრაქტის გაფორმების შემდეგ აღნიშნული თემა ყველას დახურული ეგონა, ფეხბურთელის მამის განცხადებებმა კვლავ პოლემიკა გამოიწვია.


ტიაგო ალკანტარას მამამ, მაზინიომ ინტერვიუ მისცა La Sexta–ს. მისი კომენტარები ძალიან გავდა იმ განცხადებებს, რომლებსაც თავად ტიაგო აკეთებდა "ბარსასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებამდე.


"ტიაგოს სურს, წარმატებას მიაღწიოს ფეხბურთში, ამიტომ მან შეიძლება ნებისმიერ კლუბში ამოჰყოს თავი." – აცხადებს ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი. გარდა ამისა, მაზინიო ღიად საუბრობს კონტაქტზე მადრიდის "რეალთან", რომელიც რამდენიმე თვის წინ ინტერესს იჩენდა ახალგაზრდა ნახევარმცველის მიმართ. "მე თავაზიანად ვესაუბრე ვალდანოს მაშინ. მას სურდა, გაეგო, თუ როგორი სიტუაცია იყო: როგორი იყო "ბარსას" დამოკიდებულება". მაზინიომ თავისი შვილი "რეალში" კანალესის გადასვლასაც შეადარა. კანალესი უკვე მადრიდელთა პირველი გუნდის წევრია.


მიუხედავად იმისა, რომ ტია ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 701 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-04 | Comments (0)

« 1 2 ... 50 51 52 53 54 ... 56 57 »
barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz