შაბათი, 2024-05-18, 8:54 AM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი გუნდი

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » მასალის არქივი

კატალონიის "ბარსელონა" განაგრძობს ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ამხანაგური მატჩებისა, რომელსაც გუნდი მართავს, ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ კლუბის ხელმძღვანელობა სხვადასხვა საქველმოქმედო თუ გასართობ აქციაში იღებენ მონაწილეობას. მაიამის მწველი მზისა და სიცხის გამო, რამდენიმე ფეხბურთელი დილის ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მაიამის აკვარეუმს ეწვია. ვიქტორ ვალდესს, დავიდ ვილიას, სერხიო ბუსკეტს, ჩავი ერნანდესს და პედრო როდრიგესს საშუალება მიეცათ დელფინებთან ერთად ეცურათ.

ერთ–ერთმა დელფინმა ვიქტორ ვალდესის კარში გოლიც კი გაიტანა. ფეხბურთელებმა დღე სასიამოვნოდ გაატარეს.

მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში გუნდი კვლავ გამართავს ვარჯიშს.

Attachments:
Category: | Views: 647 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, დავიდ ვილია კლუბის ამერიკული ტურნეს დროს პირველად შეხვდა ჟურნალისტებს. ასტურიელმა ფორვარდმა ისაუბრა იმ მიზნებზე, რომელიც მის გუნდს გააჩნია მიმდინარე სეზონში და ასევე აღნიშნა, რომ "ბარსელონას" მაისურის ტარება მისთვის დიდი სიხარულია.

"გვინდა მოვიგოთ ყველა ის თასი, რომელიც გასულ სეზონში ავღმართეთ და თუ შესაძლებელი იქნება უფრო მეტიც, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვგრძნობთ კოპა დელ რეის ფინალის გამო "ტკივილს"." საკუთარ თავზე საუბრისას ვილიამ ყურადღება ტრავმებზე გაამახვილა: "იმედი მაქვს, რომ ტრავმები პატივს დამდებენ და ჩემგან შორს დაიჭერენ თავს, ისე, როგორც ეს გასულ სეზონს გააკეთეს."

გასული სეზონის დასაწყისი არცთუ მარტივი აღმოჩნდა ვილიასთვის. "მე ვიცოდი, რომ ადაპტა ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 712 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)



კეირისონ და სოუზა ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც "ბარსასა" და პეპ გვარდიოლას გეგმებში არ ჯდება. როგორც წესი, იგი ამ ზაფხულს, მას შემდეგ რაც "სანტოსში" არენდით იყო წასული კატალონიურ კლუბს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ მისი უახლოესო მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული.

მარკოს მალაკიასმა (კეირისონის აგენტი) განაცხადა, რომ ყველაფერი სულ მალე დასრულდება: "მე უკვე ვესაუბრე "ბარსელონას" წარმომადგენლებს და საბოლოო დეტალები მალე გახდება ცნობილი. ჯერ–ჯერობით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ბრაზილია გამოირიცხა".



22 წლის კეირისონი "ბარსელონაში" 2009 წელს, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სამწუხაროდ მან წარმატებას ვერ მიაღწია და ამ დროის განმავლობაში იგი "ბენფიკაში", "ფიორენტინასა" და "სანტოსში" იყო განათხოვრებული.

Attachments:
Category: | Views: 713 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)




– "ბარსას" გულშემატკივრების რაოდენობა ამერიკაში გაკვირვებთ?

– ჩვენ გულშემატკივრების დიდი მასა ვნახეთ "ბარსას" მაისურში. ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– როგორ მიმდინარეობს სუპერთასისთვის მზადება?

– კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. სუპერთასზე გუნდი მთელი შემადგენლობით იქნება და მაშინ ვნახავთ, როგორი მომზადებული ვიქნებით.

– ყველა მზად იქნება?

– რა თქმა უნდა. მესის მონაწილეობა სუპერთასზე არ გამოირიცხება, ისევე როგორც ალვეშის, მასკერანოს და მილიტოს. 8 აგვისტოს ყველა შევიკრიბებით და მატჩის წინა დღეს გადაწყდება, თუ ვინ წავა მადრიდში.

– ფიქრობთ მოურინიოსთან ფსიქოლოგიურ ომზე?
... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 683 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

კატალონიელი ფეხბურთელი ძალიან ემოციურად დაემშვიდობა "არსენალის" ფეხბურთელებს.

კვირას "ემირეითს სტედიუმზე" სესკ ფაბრეგასმა "ბარსელონაში" გადასასვლელად კიდევ ერთი, გიგანტური ნაბიჯი გადადგა.

საინფორმაციო სააგენტო, "Agencia News"–ის ცნობით სესკ ფაბრეგასი დაესწრო მატჩს "არსენალსა" და "ნიუ იორკ რედ ბულსს" შორის. სათანადო დროს სესკი "არსენალის" გასახდელში შევიდა, სადაც თანაგუნდელებს ემოციურად დაემშვიდობა.

დამშვიდობება თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: მისი კარიერა ლონდონში დასასრულს მიუახლოვდა, ხოლო "ბარსელონაში" მისი გადასვლ ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 815 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

ფაბრეგასის "ბარსელონაში" გადასვლის საკითხი რამდენიმე საათში დასრულდება. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი კლუბის მთავარ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შეხვდა, არსენ ვენგერმა დანებება არჩია და კაპიტანს წასვლის უფლება მისცა. "მეთოფები" ტრანსფერის დასრულებას აჩქარებენ და კატალონიელებს ვადას პარასკევამდე აძლევენ. სწორედ ამიტომ სანდრო როსელმა შეწყვიტა ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მშობლიურ ბარსელონაში გაემართა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი "არსენალთან" მოლაპარაკებებს.


აქამდე მოლაპარაკებებს ბართომეუ აწარმოებდა, ხოლო ახლა,როცა ოპერაცია უკვე ბოლო სტადიაზეა, საქმეში თავად კლუბის პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს. "ბარსელონა" "არსენალს" 29 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო დამატებით 5 მილიონ ევროს გადაიხდის თავად ფაბრეგასი. შემდგომში კატალონიელები აღნიშნულ ტრანსფერს 6 მილიონ ევროს დაამატებენ და ამით დასრულდება რამდენიმე წლიანი ჭიდილი ლონდონელებთან.


სავარაუდოდ პარასკევს ფაბრ ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 729 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

ჟეფრენის მომავალი შესაძლოა უახლოეს საათებში გადაწყდეს. "ბარსელონამ" დაიწყო იმ რეისის ძებნა, რომლითაც ახალგაზრა "ბლაუგრანელი" კატალონიაში დაბრუნდება, რათა გააფორმოს პორტუგალიურ "სპორტინგში" გადასასვლელად ხელშეკრულება.


როგორც ესპანური გამოცემა "სპორტისთვის" გახდა ცნობილი, ჟეფრენის გადასვლა პორტუგალიის "სპორტინგში" გარდაუვალია, ამიტომ ფეხბურთელი ტოვებს ტურნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და უახლოეს საათებში ევროპაში დაბრუნდება.


ამგვარად, გარიგება, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა, ოფიციალურ ხასიათს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ჟეფრენის სატრანსფერო თანხამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.


ჟეფრენ სუარესი "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიას 2004 წელს ეწვია. 2006-2009 წლებში ის "ბარსა ბ"–ს შემადგენლობაში გამოდიოდა. 2008 წლიდან კი "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრი გახდა. პირველ გუნდის შემადგენლობაში გამოსვლისას ყველაზე დ ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 769 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

გუშინ მექსიკაში, "ესტადიო ასულზე" გაიმართა კიდევ ერთი საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო "ბარსელონას" ვარსკვლავმა, ლიონელ ანდრეს მესიმ.


ორივე გუნდში შედიოდნენ როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები. მესის გუნდის მწვრთნელი გახლდათ დუნგა, ხოლო "დანარჩენი სამყაროს ვარსკვლავთა" გუნდს სათავეში ედგა მექსიკის 17 წლამდე ასაკის ნაკრების ხელმძღვანელი – რაულ გუტიერესი.


პირველ ტაიმს შეგვილია დავარქვათ დუელი მესისა და "დანარჩენი სამყაროს ვარსკვლავების" მეკარეს, ხორხე კამპოსს შორის. მექსიკელი მეკარე, რომელმაც საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა, მთელი ტაიმის განმავლობაში მესის შეტევებს იგერიებდა. თუმცა, თამაშის მეათე წუთზე მან დიეგო ლუგანოს დარტყმული ვერ მოიგერია და საკუთარ კარში პირველი გოლი მიიღო. მეოცე წუთზე ანგარიში გაათანაბრა კრისტიან ხიმენესმა, რომელმაც ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი რობერტო აბონდაზერის. 31–ე წუთზე ანგარიში მესის მეტოქე გუნდის სასა ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 824 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

კობი ბრაიანტმა, პეპ გვარდიოლასა და ანდონი სუბისარეტასთან ერათად, მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო მატჩში, რომელიც ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში "ბარსელონას" ელჩის, მია ჰამის მიერ. თამაში ვაშინგტონში, "კასტელ სტადიუმზე" გაიმართა.


ამერიკული ტურნეს ფარგლებში "ბარსელონამ" არაერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. კვირას გამართულ შეხვედრაში ორივე გუნდი "ბარსას" ფორმაში იყო გამოწყობილი. კობი ბრაიანტს ეცვა "ბლაუგრანას" "24" ნომრიანი ფორმა და ეკეთა მზის სათვალეები. ის ცდილობდა ფეხბურთის თამაშს, თუმცა მისი ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას არ იძლეოდა. მან გოლიც გაიტანა, თუმცა საკუთარ კარში...


პეპ გვარდიოლა, რომელმაც საკუთარი ბუცები 2006 წელს ჩამოკიდა, "ბარსას" "4" ნომრიან მაისურში მოგვევლინა. მან საგოლე გადაცემა გაუკეთა მია ჰამს და ერთხელ თავადაც მოახერხა მეტოქის კარის აღება. მანუელ ე ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 788 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

კატალონიის "ბარსელონა" ამერიკის ტურის მეორე გაჩერებას კვირას ღამით მიადგა. კატალონიური გრანდის წევრები მაიამიში სამი დღით დარჩებიან, სადაც მათ ერთი ამხანაგური შეხვედრა, "ჩივას დე გუადალახარას" წინააღმდეგ ელით...

ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გუნდის თვითმფრინავი მაიამიში დაეშვა. მაიამიში გუნდი სამი დღით დარჩება. ამ სამი დღის განმავლობაში კი გუნდს ვარჯიშები და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციების გამართვა ელით.



ორშაბათს, პეპ გვარდიოლა და დავიდ ვილია "ჩივას დე გუადალახარას" წინააღმდეგ გასამართ მატჩისწინა პრეს–კონფერენციას გამართავენ, რის შემდეგაც "Fundacio"-ს ორი წარმომადგენელი "Soccer Alliance"-ს პრეზენტაციაზე გაეშურება. ორშაბათს ასევე დაგეგმილია ორი ვარჯიშის გამართვა – ორივე "მაიამის უნივერსიტეტში".



სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის შემდეგ, ორშაბათს, მაიამ ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 720 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-08-03 | Comments (0)

« 1 2 ... 51 52 53 54 55 56 57 »
barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz