შაბათი, 2024-05-04, 4:58 PM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
ბარსა დაეწევა რეალს?
სულ უპასუხა: 427

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » მასალის არქივი

ალბათ მიხვდით, თუ რის შესახებაა ეს სტატია. მინდა შემოგთავაზოთ ძალიან სახალისო ვიდეო "ბარსას" ამერიკელ ფანებზე, რომლებსაც ძალიან გაუმართლათ და საშუალება მიეცათ, რომ საკუთარი თვალებით ენახათ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა პიკე, ჩავი, ვილია... რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ ზედმეტია. იხილეთ ვიდეო:

Attachments:
Category: | Views: 735 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

ამხანაგური მატჩი, რომელიც ამერიკაში "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართა ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა. მატჩში ანგარიში ლუიშ ნანიმ, 22-ე წუთზე გახსნა. 70-ე წუთზე ტიაგო ალკანტარამ კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნია ისიც, რომ მიმდინარე პრე-სეზონში "ბარსას" 5 გატანილი გოლიდან 4 ტიაგოს ანგარიშზეა. მატჩის საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე მაიკლ ოუენმა დააფიქსირი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სერხი ბუსკეტსმა მოედნის ცენტში არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც "მანკუნიანელებმა" ისარგებელს "ბლაუგრანას" დაცვის დაბნეულობით და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირეს. მატჩის 44-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ.

Attachments:
Category: | Views: 779 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბი" – დაიძახა ერთ–ერთმა გულშემატკივარმა "ფედეკს სტედიუმზე" მას შემდეგ, რაც ნახევარი საათის განმავლობაში ფეხბურთელები ხელს აწერდნენ მაისურებს, ბურთებს და დროშებს. სამწუხაროდ ფეხბურთელები უკვე გასახდელში იყვნენ გასულები და ეს შეძახილი ვერ გაიგეს.


დაახლოებით 5.000 გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა ენახათ ღია ვარჯიში "ბარსელონას" და "მანჩესტერის", რომელმაც მეცადინეობა კატალონიელთა სტადიონზე მისვლამდე დაასრულა. გულშემატკივრების უმეტესობა "ბარსელონას" ფორმასა და ფერებში იყო გამოწყობილი. "ბარსამ" ვარჯიში სტადიონის ყველა კუთხეში ჩაატარა, რათა ნებისმიერ სექტორში მჯდომ გულშემატკივარს ენახა საყვარელი ფეხბურთელები.

Attachments:
Category: | Views: 734 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

თუ ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი არ გადავა ესპანურ "ბარსელონაში", მაშინ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი მომავალი სეზონის წინ ერთადერთი შენაძენი იქნება კატალონიური კლუბისთვის, გადმოგვცემს marca.

ამის შესახებ განცხადება კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კლუბის სხვა წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება ფაბრეგასს, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ "კანონირები" სესკის "ბარსელონაში" გადასვლას შეეგუენ. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა სესკი უახლოესი ამხანაგური მატჩის განაცხადში არ შეიყვანა, მაგრამ მისივე განცხადებით სესკი ტრავმირებულია.

Attachments:
Category: | Views: 713 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

ხოსე მანუელ პინტო თვლის, რომ ამხანაგურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" შურისძიების სურვილი არ ექნება.


ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ 2 თვე გავიდა და "ბარსა" კვლავ შეხვდება "მანჩესტერ იუნაიტედს" "ფედეკს ფილდზე" ამხანაგურ მატჩში. გუნდი ხვდება, რომ ეს მატჩი ძალიან განსხვავდება იმ მატჩისგან, რომელიც 28 მაისს ლონდონში გაიმართა. ეს აღიარა პინტომაც, რომელმაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


"ამ მატჩს უბრალოდ საინტერესოს დავარქმევდი. "ბარსელონა" ითამაშებს ისე, როგორც იცის. გამარჯვება შეიძლება ნებისმიერს დარჩეს".

Attachments:
Category: | Views: 790 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

"ბარსელონას" დელეგაციამ, რომელსაც სანდრო როსელი ედგა სათავეში პარასკევს მოინახულა თეთრი სახლი.


პარასკევის ვარჯიშის შემდეგ კლუბის მთელი შემადგენლობა და მისი ხელმძღვანელები გაემართნენ თეთრი სახლის დასათვალიერებლად. იქ მათ შეხვდა მაიკლ სტრაუტმანისი, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

59 კაციან დელეგაციას სათავეში ედგა სანდრო როსელი, ხოსეპ მარია ბართომეუ, ხორდი კარდონერი, ხოსეპ რამონ ვიდალ აბარკა, ანტონი როსიკი, ანდონი სუბისარეტა და პეპ გვარიდოლა.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა 2–ჯერ გაიარეს შემოწმება გაიყვნენ ორ ჯგუფად და ორი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ თეთრი სახლის სხვადასხვა კუთხეებს. მათ დაათვალიერეს თითოეული პრეიდენტის კერძების კოლექცია, მოისმინეს ისტორიები პრეზიდენტების ოჯახების შესახებ, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და მათ თავს გადამხდარი კურიოზები. მათ და ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 747 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

მია ჰამი და ნომარ გარსიაპარა ზედიზედ მეოთხედ გაუკეთებენ ორგანიზებას მატჩს, რომლისგან მიღებული შემოსავალიც მიმართული იქნება მია ჰამის ფონდის და ბავშვთა ერონული სამედიცინო ცენტრის დასახმარებლად. საქველმოქმედო მატჩის ფარგლებში ჰამი და გარსიაპარა სათამაშოდ მიიწვევენ მსოფლიო სპორტის სხვადასხვა ვარსკვლავებს და საზოგადოებას საფეხბურთო თამაშს შესთავაზებენ. ვინაიდან ს/კ "ბარსელონა" ამჟამად ტურნეს ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, კლუბის მთავარი მწვრთნელი საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას. პეპ გვარდიოლასთან ერთად ითამაშებს ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი.

მია ჰამი ვეტერანი ამერიკელი ფეხბურთელი ქალბატონია. ის წარმოადგენს ს/კ "ბარსელონას" ელჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შეგახსენებთ, რომ მია ჰამის ფონდი ეხმარება ოჯახებს, რომლებიც საჭიროებენ ძვლის ტვინისა და ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციას.
Attachments:
Category: | Views: 734 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

ხერარდ პიკე და მაქსველი ტრავმების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

პიკეს მარცხენა ბარძაყი აქვს დაჭიმული, მაქსველს კი კუნთი. დღეს ისინი მთლიანი ჯგუფისგან განცალკევებით, პუიოლის მსგავსად აღდგენით ვარჯიშებს ატარებდნენ. ჩავი ერნანდესი სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდა.

დღეს დილით გუნდმა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში გამართა ამერიკაში. ადგილობრივი დროით 19 საათზე გუნდი კიდევ ერთ, ღია ვარჯიშს გამართავს გულშემატკივრებისთვის.

Attachments:
Category: | Views: 790 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

ამერიკული ტურნეს ფარგლებში "ბარსელონა" სხვადასხვა სახის შეხვედრებს მართავს. ხუთშაბათს კლუბის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა "მაიკროსოფტის" პრეზიდენტს, ბილ გეითსს, რომელიც ასევე სათავეში უდგას ბილ და მალენა გეითსების ფონდს. პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს პოლიომელიტის (ბავშვთა პარალიჩი) წინააღმდეგ ბროლის ხელშეკრულებას.შეთანხმება სამ წლიანია და ითვალისწინებს დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადება თითქმის 99%–თ იქნა აღმოფხვრილი, მსოფლიოს მასშტაბით კვლავ რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ამ კუთხით დახმარებას საჭიროებენ. ასეთი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან ნიგერია,ინდოეთი, პაკისტანი და ავღანეთი.

Attachments:
Category: | Views: 730 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

ლეო მესი გახლდათ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხუთშაბათს, სანტიაგო დე ჩილეში გამართულ საქველმოქმედო მატჩში. მესის გუნდმა მარსელო სალასის გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და დამაჯერებლად გაიმარჯვა (7:2). მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გუნდში სხვებთან ერთად გამოდიოდნენ კაფუ, დიეგო და გაბი მილიტოები, რადამელ ფალკალი, ლუსიო და მარტინ პალერმო. მიუხედავად საკმაოდ ცივი ამინდისა, მესიმ თავისი ტალანტი მაინც გამოავლინა.

მატჩს, რომელიც ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, უამრავი გულშემატკივარი ესწრებოდა. უმეტესობა "ბარსას" ფორმაში იყო გამოწყობილი (ძირითადად გასული სეზონის ფორმები ეცვათ). განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ლეო მესის ხილვა სურდათ. თავის მხრივ, ლეოც ხშირედა აქცევდა მათ ყურადღებას.
მესიმ ორჯერ აიღო მეტოქის კარი და უამრავი გადა ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 894 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-30 | Comments (0)

« 1 2 ... 53 54 55 56 57 »
barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz