შაბათი, 2024-05-18, 7:31 AM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი გუნდი

კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » 2011 » ივლისი » 31 » "უეფამ" მოურინიოს სასჯელი შეუმსუბუქა
6:34 PM
"უეფამ" მოურინიოს სასჯელი შეუმსუბუქა

გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ–ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც ერთამენთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" ხვდებოდნენ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მწვავე განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "უეფა" "ბარსელონასთან" მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ამის ერთ–ერთ მიზეზად კატალონიური გრანდისა და "უნისეფის" თანამშრომლობაც დაასახელა. შედეგად ევროპული ფეხბურთის უმაღლესმა უწყებამ მოურინიოს ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და დამატებით, ჯარიმის სახით 50'000 ევროს გადახდა დააკისრა.


მოურინიომ "უეფას" გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გუშინ დისციპლინარულ კომიტეტში მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს ექვს საათიანი დაკითხვა მოუწყეს. მოსმენის შემდეგ "უეფამ" მიიღო გადაწყვეტილება, 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციის 3 მატჩამდე შემცირების შესახებ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოურინიოს სამ წლიანი "დაკვირვების პერიოდი" დაუნიშნეს, რაც გულისხმობს შემდეგს: თუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოურინიო ცუდად მოიქცევა (ნებისმიერ ასპექტში), ამ შემთხვევაში მისთვის 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია კვლავ 5 მატჩამდე გაიზრდება.


რაც შეეხება 50,000 ევროიან ჯარიმას, ის კვლავ ძალაში რჩება. ასევე უცვლელია მადრიდის "რეალის" 20,000 ევროიანი ჯარიმა, რომელიც კლუბს გულშემატკივართა უმსგავსო საქციელის გამო დააკისრეს.


მოურინიომ 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციიდან ერთი უკვე გაქვითა. შესაბამისად ის ვერ დაესწერბა მადრიდის "რეალის" პირველ ორ შეხვედრას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გაიმართება.

ნანახია: 654 | დაამატა: zura-sazandrishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz