შაბათი, 2024-05-18, 9:09 AM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი გუნდი

კალენდარი
«  ივლისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » 2011 » ივლისი » 31
"მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული მატჩის დროს "ბარსელონას" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, იბრაჰიმ აფელაიმ ტრავმა მიიღო. აფელაის მარცხენა ფეხის მუხლის ქვედა მყესის დაჭიმულობა აქვს.

"ბარსელონას" "20"–ანი მატჩის 41–ე წუთზე დაშავდა, მაშინ, როცა ბურთს გაეკიდა. სირბილის დროს იბიმ ხელი მარცხენა ბარძაყზე დაიდო, ვინაიდან პრობლემა შენიშნა. გვარდიოლამ მას თამაში აღარ გააგრძელებინა და შეცვალა.

კლუბის სამედიცინო შტაბმა ჰოლანდიელ ფეხბურთელს საწყისი დიაგნოზი სტადიონზევე დაუსვეს – მარცხენა ფეხის მუხლის ქვედა მყესის დაჭიმულობა. როცა იბი სასტუმროში დაბრუნდება, ექიმები მას ულტრაბგერით გამოკვლევას ჩაუტარებენ, რომ დაადგინონ კუნთის დაჭიმულობის ხარისხი. ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს აფელაი.

პრე–სეზონის განმავლობაში აფელაიმ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწ ... კითხვის გაგრძელება »
Attachments:
Category: | Views: 797 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

"ბარსელონას" 20 წლის კანტერანოს სასწაულებრიბი ზაფხული გრძელდება. თავდაპირველად მან ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ახლა კი პრე–სეზონის მატჩებში ბწრყინავს.

გუშინ კი ტიაგო ალკანტარამ კიდევ ერთი გოლ–შედევრი შეასრულა "მანჩესტერის" კარში და დავიდ დე ხეას მხოლოდ ბურთზე თვალის გაყოლების საშუალება მისცა.


"ტიაგოს ახლა ისეთი პერიოდი აქვს, რომ რასაც კი ის შეეხება ოქროდ იქცევა. ყველა მისი დარტყმული გოლად იქცევა" – კმაყოფილია პეპ გვარდიოლა.


"ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ, ყველაფერი თანდათან უნდა მოხდეს. უსიტყვოდ ის ძლიერი ფეხბურთელია, რადგან უკვე პირველი გუნდის წევრია. ყველაფერთან ერთად ის ძალიან ახალგაზრდაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გააჩნია პროგრესის უდიდესი შესაძლებლობა" – დაასრულა გვარდიოლამ.


Attachments:
Category: | Views: 713 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ–ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც ერთამენთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" ხვდებოდნენ, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მწვავე განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა "უეფა" "ბარსელონასთან" მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ამის ერთ–ერთ მიზეზად კატალონიური გრანდისა და "უნისეფის" თანამშრომლობაც დაასახელა. შედეგად ევროპული ფეხბურთის უმაღლესმა უწყებამ მოურინიოს ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და დამატებით, ჯარიმის სახით 50'000 ევროს გადახდა დააკისრა.


მოურინიომ "უეფას" გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გუშინ დისციპლინარულ კომიტეტში მადრიდელთა მთავარ მწვრთნელს ექვს საათიანი დაკითხვა მოუწყეს. მოსმენის შემდეგ "უეფამ" მიიღო გადაწყვეტილება, 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციის 3 მატჩამდე შემცირების შესახებ ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 654 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

ალბათ მიხვდით, თუ რის შესახებაა ეს სტატია. მინდა შემოგთავაზოთ ძალიან სახალისო ვიდეო "ბარსას" ამერიკელ ფანებზე, რომლებსაც ძალიან გაუმართლათ და საშუალება მიეცათ, რომ საკუთარი თვალებით ენახათ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიცაა პიკე, ჩავი, ვილია... რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ ზედმეტია. იხილეთ ვიდეო:

Attachments:
Category: | Views: 735 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

ამხანაგური მატჩი, რომელიც ამერიკაში "ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაიმართა ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა. მატჩში ანგარიში ლუიშ ნანიმ, 22-ე წუთზე გახსნა. 70-ე წუთზე ტიაგო ალკანტარამ კიდევ ერთი შედევრი შემოგვთავაზა და მატჩში ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნია ისიც, რომ მიმდინარე პრე-სეზონში "ბარსას" 5 გატანილი გოლიდან 4 ტიაგოს ანგარიშზეა. მატჩის საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე მაიკლ ოუენმა დააფიქსირი. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სერხი ბუსკეტსმა მოედნის ცენტში არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც "მანკუნიანელებმა" ისარგებელს "ბლაუგრანას" დაცვის დაბნეულობით და საბოლოო ანგარიში, 2:1 დააფიქსირეს. მატჩის 44-ე წუთზე კუნთის ტრავმა მიიღო ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ.

Attachments:
Category: | Views: 780 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბი" – დაიძახა ერთ–ერთმა გულშემატკივარმა "ფედეკს სტედიუმზე" მას შემდეგ, რაც ნახევარი საათის განმავლობაში ფეხბურთელები ხელს აწერდნენ მაისურებს, ბურთებს და დროშებს. სამწუხაროდ ფეხბურთელები უკვე გასახდელში იყვნენ გასულები და ეს შეძახილი ვერ გაიგეს.


დაახლოებით 5.000 გულშემატკივარი შეიკრიბა, რათა ენახათ ღია ვარჯიში "ბარსელონას" და "მანჩესტერის", რომელმაც მეცადინეობა კატალონიელთა სტადიონზე მისვლამდე დაასრულა. გულშემატკივრების უმეტესობა "ბარსელონას" ფორმასა და ფერებში იყო გამოწყობილი. "ბარსამ" ვარჯიში სტადიონის ყველა კუთხეში ჩაატარა, რათა ნებისმიერ სექტორში მჯდომ გულშემატკივარს ენახა საყვარელი ფეხბურთელები.

Attachments:
Category: | Views: 734 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2011-07-31 | Comments (0)

barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz