ეს ვიდეო ნათლად ასახავს სესკის გადმოსვლის ეტაპებს ''ბარსაში''. აქ შესულია ყველა კადრი. ვიდეო გახლავთ 12 წუთიანი. ჩემის აზრით, კარგად ისიამოვნებთ. მოდით დანარჩენი ვიდეოში ვნახოდ.
სასიამოვნო სურპრიზი "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. ვისენტე დელ ბოსკემ მარტინ მონტოია ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ჩილესთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. მონტოია, რომელიც მაჟამად "ბარსა ბ"–ს შემადგენლობაში ირიცხება, სულ რამდენჯერმე გამოჩნდა პირველი გუნდის შემადგენლობაში. მისი თამაში კი იმდენად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რომ დელ ბოსკემ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვალდესათან, ტიაგოსთან, ბუსკეტსთან, ფაბრგასთან, ჩავისთან, ინიესტასთან, ვილიასა და პედროსთან ერთად ნაკრებში გამოიძახა.
ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სრული სია კი ასე გამოიყურება:
თვითმფრინავი, რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ოჯახებთან ერთად ისხდა, ნიცას აეროპორტში დაეშვა.
პეპ გვარდიოლას განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად მონაკოში წავიდნენ სესკ ფაბრეგასის, ჩავისა და ტიაგოს მშობლები, გვარდიოლას ოჯახი და დავიდ ვილიას მეუღლე და ორი ქალიშვილი
გუნდთან ერთად გაემგზავრა კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ასევე ხორდი კარდონერი, ტონი ფრეიხა, ხორდი მოიხი, პილარ გუინოვარტი, ხორდი მესტრე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, დიდაკ ლი, რამონ კიერკო, ხოან ბლეიდი და ჟოსეპ რამონი (კლუბის წარმომადგენლები).
თვითმფრინავი ნიცაში დაეშვა. გუნდს აეროპორტში ავტობუსი დახვდა და მონაკოში წაიყვანა.
"ბარსელონა" სეზონის მეორე ოფიციალური ტიტულის მოსაგებად ხვალ "პორტოს" დაუპირისპირდება.
ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" კეიტას მიმართ იჩენს ინტერესს. კლუბი, რომლის მფლობელიც მდიდარი არაბი შეიხია, მზადაა სეიდუში 13 მილიონი ევრო გადაიხადოს. კეიტას შეძენა "სიტის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის მოთხოვნაა. მანჩინი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი მოედანზე იდეალურად შეეწყობა ტურეს. ტრანსფერის განხორციელება სავარაუდოდ რთული იქნება, ვინაიდან "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კეიტას დიდ ნდობას უცხადებს და მას ერთ–ერთ სანიმუშო ფეხბურთელად მიიჩნევს საკუთარი გუნდის შემადგენლობაში. თავად კეიტაც კმაყოფილია კატალონიელებთან მუშაობით და უახლოეს მომავალში კლუბიდან წასვლას არ გეგმავს.
ალბათ ყველა "კულეს" ოცნებაა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოხვდეს "კამპ ნოუზე" და დაესწროს "ბარსას" თამაშს. სულ ორიოდე დღის წინ, კი კატალონიურმა კლუბმა მაყურებელს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქა. რა და როგორ მოხდა ამაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ მინდა ჩემი მოპოვებული ვიდეოები გაჩვენოთ და თქვენი თვალით ნახოთ, თუ რა ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე მატჩის დაწყებამდე.