რეალის" წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მადრიდის ადმინისტრაციასთან იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებს ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბარსელონას" დამარცხების აღნიშვნა შეეძლებათ.
საქმე ისაა, რომ რომის პაპის ვიზიტის გამო, ის ადგილი, სადაც მადრიდელები ტრადიციულად აღნიშნავენ გამარჯვებებს, დაკეტილია. ასევე მანქანებისთვის დაკეტილი იქნება მადრიდის ცენტრალური ქუჩების ნაწილი. ეს ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ ესპანეთის დედაქალაქს მილიონზე მეტი კათოლიკე სტუმრობს.
ქალაქის მთავრობამ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ აღნიშნულ საკითხს გაგებით მოეკიდნონ და განაცხადა, რომ ტრადიციული ზეიმის გამართვა "სიბელესზე" ვერ მოხერხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მერია გულშემატკივრებისთვის ალტერნატიული ადგილების შეთავაზებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის საპასუხო და გადამწყვეტი შეხვედრა დღეს (თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე) ბარსელონაში გაიმართება. პირველი დაპირისპი
... კითხვის გაგრძელება »
კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, დანიელ ალვეშმა უპასუხა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, სერხიო რამოსის კრიტიკას, იტყობინება El Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ სუპერთასის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა დანიელ ალვეში არტისტიზმში დაადანაშაულა და დაამატა, რომ ასეთი ქცევებით ალვეში თამაშის დისკრედიტაციას ახდენს.
"არ დაგავიწყდეთ, რომ ობიექტური კრიტიკა ყოველთვის მიიღება. თუ კრიტიკა დესტრუქციულია, მაშინ არ მიიღება. ამ შემთხვევაში ცხადია, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ შურთან." – განაცხადა დანი ალვეშმა
სულ რამდენიმე საათი რჩება მორიგ ''კლასიკომდე'', სადაც ''სუპერთასის'' გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა. ახლა კი მინდა შემოგთავავაზოთ ''ბარსა'' - ''რეალის'' შემადგენლობები
"ბარსელონა" და "რეალი" ესპანეთის სუპერთასის მოგებისთვის იბრძვიან. "კამპ ნოუს" დახმარებით შესაძლოა "ბარსამ" გვარდიოლას ერაში მეთერთმეტე თასი აღმართოს.
სამი დღის წინ გაგორებული ფრის შემდეგ, გუნდები კიდევ ერთ "კლასიკოს" შემოგვთავაზებენ.
მცირე უპირატესობა
"ბერნაბეუზე" დასრულებული ფრე იმის მანიშნებელია, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. თუმცა ვილიასა და მესის გოლების წყალობით მოურინიოს შეგირდებს მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც სჭირდებათ (თუ თავად კარს მშრალად შეინახავენ), თუ მათ სურთ, რომ "ბარსამ" ზედიზედ მესამედ არ აღმართოს სუპერთასი. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ საკუთარ ნახევარზე ჩაკეტვა და დაცვაზე თამაში გვარდიოლას სტილი არ არის. ამიტომ დღეს უამრავ გოლს უნდა ველოდოთ.
საიდუმლო თერთმეტეული
"ბარსა" საწყისი თერთმეტეულის ვინაობას თამაშის დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე გაახმაურებს. ჩავიმ, პიკემ, ბუსკეტსმა და პედრომ პირველი შეხვედრა სათადარიგო
... კითხვის გაგრძელება »
''ბერნაბეუზე'' მატჩის შემდეგ ბევრი იძახდა, რომ ''რეალის '' თავკაცმა უკვე უპოვა გასაღები ''ბარსას'' ტაქტიკას. მოდით ეს ყველაფერი ამ ვიდეოში ვნახოდ. ვიდეოში კი ნათლად არის ნაჩვენები მადრიდელთა ტაქტიკური სქემა.
''ბერნაბეუზე'' გამართულ შეხვედრაში, ანგარიშის მიუხედავად, ''ბარსა'' არც თუ ისე დამაჯერებელად გამოიყურებოდა. ცხადია, რომ ''რეალი'' ბოლო წლებში ვერ ახერხებს ''ბარსას'' დამარცხებას. ვნახოდ თუ გამოუვათ მადრიდელებს დღეს ეს. ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გამოვა მოედანზე. თითქმის ყველა ფეხბურთელი მზადაა დღევანდელი ''კლასიკოსათვის''. ლიონელ მესიმ უკვე შესძლო და ''რეალთან'' ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, შვიდი გოლი გაიტანა. მოედანზე დიდ ინტერესს იწვეს ლეოს და რონალდოს ორთაბრძოლა. ახლა კი მინდა, რომ შემოგთავაზოთ ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩის, საინტერესო სტატისტიკა: ლეომ შესძლო და 24-ჯერ დაარტყა 'რეალის'' კარში და აქედან მან შვიდჯერ მოახერხა კასილასის კარის აღება, ხოლო რონალდომ კი განახორციელა 31 დარტყმა ''ბარსას'' კარში და აქედან მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.
პეპ გვარდიოლას ეჭვი არ ეპარება მის ფეხბურთელებში და იმედი აქვს, რომ ისინი უკეთესად ითამაშებენ სუპერთასის პირველ შეხვედრასთან შედარებით. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ "ნოუ კამპზე" შეკრებილი გულშემაკტკივრები გუნდს გამარჯვებაში დაეხმარებიან.
პრეს–კონფერენციაზე გვარდიოლამ ყველაფერი გარკვევით თქვა და განაცხადა, რომ "ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ სამ დღეში მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები. ჩვენი მენტალიტეტი დაგვეხმარა კარგი შედეგის მიღწევაში".
სწრაფები
მან იცის, რომ "რეალის" წინააღმდეგ თამაში არ არის ადვილი და მათი დამარცხების გასაღები გვარდიოლას აზრით სწრაფი თამაშია. "პირველ შეხვედრასთან შედარებით ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვამოქმედოთ".
არგენტინელი ჟურნალისტის, მარსელო არაუხოს განცხადებამ, რომელიც მან საკუთარ "ტვიტერზე" გააკეთა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ის ცოლად გაჰყვა ლეო მესის. ლეოს ცოლი თავისი დიდი ხნის შეყვარებული, ანტონელა როკუზოა. თუ მე ვცდები, მე ჩემს გვერდს დავხურავ. მათ იბიცაზე იქორწინეს."
არაუხოს განცხადებამ მსოფლიო წუთებში შემოიარა. გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი" იმდენად დაინტერესდა აღნიშნულით, რომ არგენტინელ ჟურნალისტს დაუკავშირდა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. გარდა ამისა, "სპორტის" ჟურნალისტები დაუკავშირდნენ თავად ფეხბურთელის ოჯახის წევრებსაც, რომლებმაც უმალვე უარჰყვეს ლეოს ქორწინება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის არდადეგები ლეო მესიმ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იბიცაზე გაატარა. ფოტოებზე პაპარაცემბა ისინი ნიშნობის ბეჭდებით დააფიქსირეს. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები ლეოს დაოჯახებასთან დაკავშირებით.
დღეს, თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე გაიმართება ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ დედაქალაქელები ბარსელონაში თამაშის დღეს ჩაფრინდებოდნენ, თუმცა გუშინ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გადაწყვეტილება შეცვალა და თავის შეგირდებთან ერთად კატალონიაში გაემგზავრა. "თეთრები" "კამპ ნოუსთან" ახლოს მდებარე სასტუმროში დაბინავდნენ. სწორედ იმ სასტუმროში, სადაც ლონდონიდან ახალი ჩამოსული სესკ ფაბრეგასი ცხოვრობს
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონას" ახალწვეულისა და "რეალის" ფეხბურთელების გზები სასტუმროში არ გადაიკვეთება. ფაბრეგასი დილით "კამპ ნოუს" მიაშურებს და სავარჯიშო სესიაში მიიღებს მონაწილეობას, ისადილებს გუნდთან ერთად და მცირე დასვენების შემდეგ კვლავ თამაშისთვის მოემზადება. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", გუნდი დღის განმავლობაში ძირითადად სულ სასტუმროში იქნე
... კითხვის გაგრძელება »
ამ სეზონში ისე მოხდა, რომ სესკის გადმოსვლით გუნდში თავი მოიყარა იმ 11–მა ფეხბურთელმა, რომლებიც ''ბარსამ'' აღზარდა. "ლა მასია" ძლიერია, როგორც არასდროს. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ ეს რიცხვი 8-ს აღწევდა. ახლა კი 11-მდე გაიზარდა, ტიაგოს ფონტასის და სესკის მოსვლის შემდეგ. ''ბარსას'' კარი ყოველთვის ღიაა და ის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფეხბურთელს მიიღებს თავისთან. 11 კაციანი სია კი ამგვარად გამოიყურება: ვიქტორ ვალდესი, ხერარდ პიკე, პუიოლი, ფონტასი, ბუსკეცი, ჩავი, ინიესტა, მესი, ტიაგო, პედრი და სესკი.
ცხრა ფეხბურთელი რაიკაარდის დროს
2003-04 წლებში ეს სია ასეთი იყო: ვალდესი, პიკე, ჩავი, ლუის გარსია, გაბრი, მოტა და ჟორკერა. 2008 წელს: ვალდესი, პუიოლი, ჩავი, ინიესტა,
... კითხვის გაგრძელება »
თამაშის შემდეგ, გუშინ საღამოს ''ბარსამ'' ვარჯიში განაახლა. ასევე ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ''ბარსას'' ''სუპერთასის'' განმეორებითი მატჩი დარჩა სათამაშო. გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია და უკვე მზად არის ''რეალთან'' შესახვედრად. გუნდის ხელმძღვანელობამ და თავკაცმა, უკვე განაცხადეს სავარაუდო შემადგენლობები. მაგრამ ეს სესია დახურული იყო და სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს სავარაუდო შემადგენლობები. დღევანდელ ვარჯიშს არ ესწრებოდნენ მონოიტა და დოს სანტოსი. დანარჩენი ფეხბურთელები კი ყველანი არაჩვეულებრივ ფორმაში არიან. გვარდიოლას განკარგულებაში თითქმის ყველა ფეხბურთელია. ახლა კი მისი გადასაწყევტია, თუ ვის დააყენებს ძირითადში ''ნოუ კამპზე''. ასევე მინდა გამცნოთ სასიხარულო ფაქტი, რომ ბუსკეცი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ის შესაძლოა ვიხილოთ მოედანზე.
სესკი ხვალ მესამედ დაუპირისპირდება მადრიდის "რეალს". სესკისა და მადრიდული გუნდის პირველი დაპირისპირება 2005/06 სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში შედგა.
მადრიდის "რეალის" ფანებს ფაბრეგასთან არც თუ ისე კარგი მოგონებები აქვთ.
2006 წლის 21 თებერვალს "არსენალმა" "რეალი" 1-0 დაამარცხა, ანრის გოლით. საგოლე პასი ფაბრეგასის ანგარიშზე ჩაიწერა, თამაშის მიხედვით კი ტიერი ანრისა და სესკ ფაბრეგასის წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 89-ე წუთზე, როდესაც სესკმა მოედანი დატოვა და მის მაგივრად სონგი შემოვიდა, "სანტიაგო ბერნაბეუმ" მას ტაში დაუკრა. სწორედ იმ დროს მოიპოვა სესკმა ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სახელი ევროპაში.
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, მილანის "ინტერი" დაინტერესებულია ხავიერ მასკერანოს შეძენით.
Rai Sport-ის რწმუნებით, თუ სამუელ ეტოო "ანჟიში" გადავა, სატრანსფერო გარიგებიდან მიღებული 40 მილიონის ნახევარი ხავიერ მასკერანოს ტრასნფერზე დაიხაჯრება.
შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" არგენტინელის შეზენა ჯერ კიდევ წინა სეზონში, სურდა, თუმცა "ლურჯ-შავების" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ ვერ დაარწმუნა ხავიერი იტალიური გუნდის უპირატესობაში. ამის შემდეგ კი მასკერანო "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" 20 მილიონ ევროდ გადავიდა.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა იზრუნოს კანტერაზეც, ამიტომ მათ "სევილიიდან" ახალგაზრდა ფეხბურთელი როდრი შეიძინეს.
ახალგაზრდა პერსპექტიული ფორვარდი "ბლაუგრანაში" არენდის წესით გადმოვიდა. ტრანსფერი 1,5 მილიონი ევრო დაჯდა, ორ წელიწადში კი "ბარსას" შეუძლია ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
როდრიგო როის ლოზანომ "სევილია ბ"-ში 52 მატჩში 28 გოლი გაიტანა. "სევილიას" პირველ გუნდში ჩატარებული შვიდი მატჩიდან კი, მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა თავი.