"ბარსელონა" აპირებს 33 წლის კაპიტანს კარლეს პუიოლს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
პუიოლს კონტრაქტი კატალონიელებთან 2013 წლამდე აქვს, მაგრამ კლუბი აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. გვარიოლას თქმით პუიოლი კატალონიელების ღირსებას 40 წლამდე დაიცავს, კაპიტანი შესაშურ ფორმაშია და მან ეს "რეალთან" გატანილი გოლითაც დაადასტურა.