ხუთშაბათი, 2024-05-16, 9:01 PM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი გუნდი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » 2012 » იანვარი » 10

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრი, როგორც მოგეხსენებათ დაბრუნდა ინგლისურ გრანდში 2 თვით. მან სულ რამდენიმე წუთის წინ პირველი მატჩი ჩაატარა და სასწაული მოახდინა. ჩვეულებრივ, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე, გმირები ბრუნდებიან და ბოლოს საოცრებას აკეთებენ.  ინგლისის თასის შეხვადრაში, ტიტი შეცვლაზე შემოვიდა და 10 წუთში უკვე ხალხი ფეხბურთს კი არა, კინოს უყურებდა. მან ჩვეულად, თავის სტილში, ულამაზესი დარტყმით აიღო "ლიდსის" კარი და სწორედ ამ გოლით მოაგებინა გუნდს. აი დაბრუნებაც ასეთი უნდა იყოს.

Attachments:
Category: | Views: 1544 | Added by: leo-mesi | Date: 2012-01-10 | Comments (0)

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მოედანზე იმისთვის არ გამოდის, რათა "ოქროს ბურთი" მიიღოს.

ფეხბურთელმა "ოქროს ბურთის" მფლობელ თანაგუნდელ ლიონელ მესის, მისი მისამართით ნათქვამი თბილი სიტყვების გამო, მადობა გადაუხადა. მესიმ განაცხადა, რომ ჩავის გარეშე 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდებოდა.

"იმისთვის არ ვთამაშობ, რომ "ოქროს ბურთი" მივიღო. მოედანზე გუნდის და მისი წარმატებებისთვის გამოვდივარ. იგივე შემიძლია ვთქვა ესპანეთის ნაკრების შესახებაც. 

რაც შეეხება წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას, მას მესი იმსახურებს. ლეო შესანიშნავი ადამიანია, რომელიც თავმდაბლობით გამოირჩევა. 

ჩემი მისამართით ნათქვამი მისი სიტყვები ნებისმიერ ჯილდოზე ძვირფასია", - განაცხადა ჩავიმ.

Attachments:
Category: | Views: 1583 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2012-01-10 | Comments (0)

"მანჩესტერ იუნაიტედის" სერბმა კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა, განაცხადა, რომ ლეო მესი დამსახურებულად გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე.

მოგეხსენებათ, რომ მესი 2011 წლის საუკეთესო მოთამაშედ რამოდენიმე საათის წინ დაასახელეს. არგენტინელმა, "რეალის" პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოსა და ესპანელ თანაგუნდელს ხავი ერნანდესს აჯობა. "ელ მონგოლიკო" ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. დაჯილდოების ცერემონიას თავად ნემანია ვიდიჩიც ესწრებოდა, რომელიც ფიფას წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
 
დაჯილდოების დასრულების შემდეგ, სერბმა მცველმა მესიზე ისაუბრა."ვფიქრობ,რომ მესი არის მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი.მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.ის არ არის მხოლოდ წინ,არგენტინელი მოძრაობს მთელ მოედანზე.ის არის შესანიშნავი მოთამაშე" - განაცხადა ნემანია ვიდიჩმა.

ამის შემდეგ მან ხავიზეც გააკეთა მცირე კომენტარი."ასევე ჩინებული მოთამაშეა ხავი.ის ძალიან ლამაზად თამაშობს და მაყურებელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს" - და ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 1546 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2012-01-10 | Comments (0)

ლიონელ მესიმ ზედიზედ მესამედ ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

არგენტინელი ვარსკვლავის განცხადებით, ის ყველაზე მეტად თანაგუნდელი ჩავის მადლიერია. 

"ჩემთვის დიდი პატივია ზედიზედ მესამედ ამ ჯილდოს მოპოვება.
ძალიან მიხარია და ვაფასებ ამას.
მსურს ეს ჯილდო ბარსელონასა და ეროვნული ნაკრების გუნდელებთან ერთად გავიზიარო, რომლებიც ასე მხარში მიდგანან."


"განსაკუთრებით მინდა ჩავი გამოვყო. დღეს უკვე მეოთხეჯერ ვესწრები ამ ცერემონიას მასთან ერთად. მის გევრდით თამაში ჩემთვის დიდი პატივია"

"იმედი მაქვს ერთად კიდევ მრავალ ტიტულს მოვიგებთ.


ლიონელ მესიმ გამოკითხვაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, მას ხმების 47% ერგო, როდესაც მისმა მთავარმა მდევარმა კრისტიანუ რონალ ... კითხვის გაგრძელება »

Attachments:
Category: | Views: 1535 | Added by: xavi | Date: 2012-01-10 | Comments (0)

მოგეხსენებათ მსოფლიოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარკვლავი, ლიონელ მესი დაასახელეს:

" მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ოქროს ბურთის თასი უკვე მესამედ მოვიგე. მე დიდ მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს , ვინც კი ხმა მომცა. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს "ბარსელონელ" მეგობრებს ჩავის. მინდა "ოქროს ბურთი" ჩავისაც გავუზიარო, რადგანაც იგი ჩემი თანაგუნდელია და ის რომ არა, მე ძალიან გამიჭირდებოდა მოგება.

Attachments:
Category: | Views: 1528 | Added by: xavi | Date: 2012-01-10 | Comments (0)

 "ბარსელონას" თავდამსხმელი არგენტინელი ლიონელ მესი უკვე ზედიზედ მესამედ გახდა საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ფეხბურთელი.გუშინ დაჯილდოებაზე ბრაზილიელმა რონალდომ მას გადასცა "ოქროს ბურთი".

 თავის 24 წლის ასაკში იგი გაუთანაბრდა ლეგენდარულ მიშელ პლატინის, გუშინ ლეონელ მესიმ კიდევ მოიგო ოქროს ბურთი."ოქროს ბურთი" არგენტინელს გადასცა რონალდომ. მან გუნდის კაპიტნების, მწვრთნელებისა და "france football" -ის ჟურნალისტების ხმების დახმარებით გადაასწრო კრისტიანო რონალდოს, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ ასევე "ბარსელონელი" ხავი ერნანდესი დაჯერდა მესამე ადგილს, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ  ეს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულია. 

ამ ვიდეოში ნახავთ როგორ გადასცეს მესის ოქროს ბრთის თასი.

Attachments:
Category: | Views: 1689 | Added by: zura-sazandrishvili | Date: 2012-01-10 | Comments (0)

barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz