"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრი, როგორც მოგეხსენებათ დაბრუნდა ინგლისურ გრანდში 2 თვით. მან სულ რამდენიმე წუთის წინ პირველი მატჩი ჩაატარა და სასწაული მოახდინა. ჩვეულებრივ, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე, გმირები ბრუნდებიან და ბოლოს საოცრებას აკეთებენ. ინგლისის თასის შეხვადრაში, ტიტი შეცვლაზე შემოვიდა და 10 წუთში უკვე ხალხი ფეხბურთს კი არა, კინოს უყურებდა. მან ჩვეულად, თავის სტილში, ულამაზესი დარტყმით აიღო "ლიდსის" კარი და სწორედ ამ გოლით მოაგებინა გუნდს. აი დაბრუნებაც ასეთი უნდა იყოს.
|