|
მთავარი » 2011 » აგვისტო » 25 » გუნდი მონაკოშია
|
თვითმფრინავი, რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ოჯახებთან ერთად ისხდა, ნიცას აეროპორტში დაეშვა.
პეპ გვარდიოლას განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად მონაკოში წავიდნენ სესკ ფაბრეგასის, ჩავისა და ტიაგოს მშობლები, გვარდიოლას ოჯახი და დავიდ ვილიას მეუღლე და ორი ქალიშვილი
გუნდთან ერთად გაემგზავრა კლუბის პრეზიდენტი სანდრო როსელი, ასევე ხორდი კარდონერი, ტონი ფრეიხა, ხორდი მოიხი, პილარ გუინოვარტი, ხორდი მესტრე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, დიდაკ ლი, რამონ კიერკო, ხოან ბლეიდი და ჟოსეპ რამონი (კლუბის წარმომადგენლები).
თვითმფრინავი ნიცაში დაეშვა. გუნდს აეროპორტში ავტობუსი დახვდა და მონაკოში წაიყვანა.
"ბარსელონა" სეზონის მეორე ოფიციალური ტიტულის მოსაგებად ხვალ "პორტოს" დაუპირისპირდება.
|
ნანახია: 1055 |
დაამატა: zura-sazandrishvili
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|