როგორც იტალიური პრესა იტყობინება, მილანის "ინტერი" დაინტერესებულია ხავიერ მასკერანოს შეძენით.
Rai Sport-ის რწმუნებით, თუ სამუელ ეტოო "ანჟიში" გადავა, სატრანსფერო გარიგებიდან მიღებული 40 მილიონის ნახევარი ხავიერ მასკერანოს ტრასნფერზე დაიხაჯრება.
შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის" არგენტინელის შეზენა ჯერ კიდევ წინა სეზონში, სურდა, თუმცა "ლურჯ-შავების" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ ვერ დაარწმუნა ხავიერი იტალიური გუნდის უპირატესობაში. ამის შემდეგ კი მასკერანო "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" 20 მილიონ ევროდ გადავიდა.
|