არგენტინელი ჟურნალისტის, მარსელო არაუხოს განცხადებამ, რომელიც მან საკუთარ "ტვიტერზე" გააკეთა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ის ცოლად გაჰყვა ლეო მესის. ლეოს ცოლი თავისი დიდი ხნის შეყვარებული, ანტონელა როკუზოა. თუ მე ვცდები, მე ჩემს გვერდს დავხურავ. მათ იბიცაზე იქორწინეს."
არაუხოს განცხადებამ მსოფლიო წუთებში შემოიარა. გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი" იმდენად დაინტერესდა აღნიშნულით, რომ არგენტინელ ჟურნალისტს დაუკავშირდა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. გარდა ამისა, "სპორტის" ჟურნალისტები დაუკავშირდნენ თავად ფეხბურთელის ოჯახის წევრებსაც, რომლებმაც უმალვე უარჰყვეს ლეოს ქორწინება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის არდადეგები ლეო მესიმ თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იბიცაზე გაატარა. ფოტოებზე პაპარაცემბა ისინი ნიშნობის ბეჭდებით დააფიქსირეს. სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები ლეოს დაოჯახებასთან დაკავშირებით.
|