"უეფამ" გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ნომინაციაში კატალონიის "ბარსელონას" 24 წლის თავდამსხმელმა, ლიონელ ანდრეს მესიმ გაიმარჯვა. მესის გარდა ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ ჩავი ერნანდესი და კრიშტიანუ რონალდუ.
53–მა სპორტული ჟუნალისტიდან უმეტესომაბ თავის არჩევანი მესის სასარგებლოდ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ლეოს აღნიშნული პრიზი ერთხელ უკვე აქვს მოგებული.
პრიზის მიღების შემდეგ მესიმ განაცხადა: "მინდა, რომ აღნიშნული პრიზი გავუზიარო ჩემს კოლეგებს, ვინაიდან სწორედ მათი დამსახურებაა მე რომ ჯილდოებს ვიგებ... გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს გვერდით, ისინი მაძლევენ მე გოლების გატანის შესაძლებლობას. ამაში ყველას დამსახურებაა."