ესპანეთის სუპერთასის ფინალის ბოლო წუთებზე მოედანზე ხელჩართული ომი გაიმართა. გარდა "რეალის" ფეხბურთელებისა, საქმეში მათი მთავარი მწვრთნელიც ჩაერთო. ჟოზე მოურინიო არც მეტი, არც ნაკლები, ტიტო ვილანოვას უკნიდან მიუახლოვდა და მას ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა. ინციდენტი არ გამოპარვიათ ფოტორეპორტიორებს და ჟურნალისტებს. მატჩის დასრულების შემდეგ მოურინიოს მომხდართან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს:
ჟურნალისტი: რა მოხდა ვილანოვას ეპიზოდში?
მოურინიო: პილანოვა? ვილანოვა? არ ვიცი ვინ არის. სათქმელი არაფერი მაქვს.
და მაინც, რა მოხდა იქ?
არაფერი არ ვიცი. – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს AS.
|