დღეს, თბილისის დროით ღამის 1:00 საათზე გაიმართება ესპანეთის სუპერთასის საპასუხო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ დედაქალაქელები ბარსელონაში თამაშის დღეს ჩაფრინდებოდნენ, თუმცა გუშინ, ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გადაწყვეტილება შეცვალა და თავის შეგირდებთან ერთად კატალონიაში გაემგზავრა. "თეთრები" "კამპ ნოუსთან" ახლოს მდებარე სასტუმროში დაბინავდნენ. სწორედ იმ სასტუმროში, სადაც ლონდონიდან ახალი ჩამოსული სესკ ფაბრეგასი ცხოვრობს
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონას" ახალწვეულისა და "რეალის" ფეხბურთელების გზები სასტუმროში არ გადაიკვეთება. ფაბრეგასი დილით "კამპ ნოუს" მიაშურებს და სავარჯიშო სესიაში მიიღებს მონაწილეობას, ისადილებს გუნდთან ერთად და მცირე დასვენების შემდეგ კვლავ თამაშისთვის მოემზადება. რაც შეეხება მადრიდის "რეალს", გუნდი დღის განმავლობაში ძირითადად სულ სასტუმროში იქნება.
გარდა სესკისა და მადრიდის "რეალისა", ხსენებულ სასტუმროში განთავსდნენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ესპანეთის სუპერთასის ორგანიზატორები. მათთან ერთად იყვნენ ფეხბურთელების
|