,ბარსელონას" ახალწვეულებმა, სესკ ფაბრეგასმა თავისი პირველი ტიტული მოიგო, მაშინ, როცა მხოლოდ სამი დღეა, რაც კლუბში ირიცხება
სესკ ფაბრეგასის დებიუტი არ შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ის მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ბენზემამ ანგარიშის გათანაბრება შესძლო. მაგრამ სესკის შემოსვლის შემდეგ რევულუცია დაიწყო როგორც გულშემატკივრებში, ისე გუნდში. მოკლე დროში, 88–ე წუთზე მესიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. გოლი, რომელმაც გუნდს სუპერ თასი მოაგებინა.
ფაბრეგასისთვის ეს იყო მეტი, ვიდრე გოლი. ეს იყო გოლი, რომელმაც მას "ბარსელონასთან" ერთად პირველი ტიტული მოაგებინა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ მხოლოდ სამი დღეა რაც გუნდს შუერთდა. სესკი უმოკლეს დროში შეეწყო თანაგუნდელებს. ზუსტად ცხრა დღეში ჰორიზონტზე ევროპის სუპერ თასის ფინალია. ფინალი, რომელმაც შესაძლოა მეორე ტიტული მოაგებინოს მას.
ფაბრეგასი ასევე აღმოჩნდა მარსელოს საშინელი თამაშის მსხვერპლი. მადრიდელმა ამ საქციელისთვის წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. საბედნიეროდ უხეშობას ფაბრეგასისთვის ტრავმა არ მიუყენებია. მატჩის 98-ე წუთზე მსაჯმა სასტვენით ანიშნა ფეხბურთელებს, რომ სუპერ თასის ახალი გამარჯვებული ,,ბარსელონა" იყო და ფაბრეგასმაც თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა თავისი მესამე ტიტული საკლუბო კარიერაში.
ფაბრეგასი იმედოვნებს, რომ ეს არის პირველი ტიტული ძალიან ბევრიდან. ,,თავის მხრივ კლუბსაც იმედი აქვს, რომ სესკი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი ტიტულების მოგებაში. მატჩის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა: ,,ათი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა ჩვენთვის დაგვენახა რას წარმოადგენს ფაბრეგასი."
მართალია, ალექსისს გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მან 90 წუთი ითამაშა წინა შეხვედრაში. ამიტომ სანჩესმაც დიდი წვილილი შეიტანა თასის მოგებაში. ფაბრეგასის მსგავსად სუპერ თასის ტიტული სანჩესისთვისაც პირველი იყო "ბარსელონურ" კარიერაში.
|