შაბათი, 2024-05-18, 10:04 AM
BARCELONA
 
საიტის მენიუ

ძებნა

შესვლის ფორმა

გამოკითხვა
რომელია ყველაზე მაგარი გუნდი

კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ჩვენ FACEBOOK-ში

მთავარი » 2011 » აგვისტო » 1 » სესკი 5 მილიონს გადაიხდის
11:54 AM
სესკი 5 მილიონს გადაიხდის

"საპნის ოპერა", რომელიც უკვე წლებია გრძელდება და "არსენალის" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის "ბარსელონაში" გადასვლას უკავშირდება, სავარაუდოდ მომავალ კვირას დასრულდება. ახლა მხოლოდ სატრანსფერო დეტალები იქნება შესათანხმებელი. ვინაიდან საქმე ძალიან გაჭიანურდა, ფაბრეგასი თავად აცხადებს მზადყოფნას, რათა გარკვეული წვლილი შეიტანოს ტრანსფერის განხორციელებაში.


თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბარსელონამ" "არსენალის" კაპიტნისთვის 29 მილიონი ევრო გამოჰყო. თავის მხრივ ლონდონელები 40 მილიონ ევროს ითხოვდნენ. "ბარსამ" სხვადასხვა მოლაპარაკებებიდან და სპონსორებიდან 6 მილიონი ევრო მოაგროვა დამატებით, რამაც ჯამში 35 მილიონი ევრო შეადგინა. სხვაობას, 40 მილიონსა და 35 მილიონს შორის, დაფარავს თავად სესკ ფაბრეგასი.


გასულ წელს ხოან ლაპორტა ფაქტიურად შეუთანხმდა ფაბრეგასს "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე. მაშინდელი შეთანხმების მიხედვით სესკს ყოველწლიურად 6 მილიონი ევრო უნდა აეღო და კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა. თუმცა ახლა ვითარება სხვაგვარადაა. მართალია, კონტრაქტის ხანგრძლივობა კვლავ ხუთი წელი იქნება, მაგრამ ხელფასი ნაკლები. ფაბრეგასი ყოველწლიურად ანაზღაურების სახით 5 მილიონს მიიღებს, ხოლო ერთ მილიონს "არსენალისთვის" გადადებს. ხუთ წლიანი კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში, ყოველწლიურად გადადებული 1 მილიონი ევრო საერთო ჯამში 5 მილიონ ევროს შეადგენს. ეს სწორედ ის სხვაობაა, რომელსაც თავად ფაბრეგასი გადაიხდის.


საერთო ჯამში ფაბრეგასის ოპერაცია კლუბს 60 მილიონ ევრო დაუჯდება – 35 მილიონი ევრო გადაერიცხება "არსენალს", ხოლო ფაბრეგასისთვის ხელფასის სახით 5 წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება. ისეა თუ ასე, როსელის "ვაჭრობამ" შედეგი გამოიღო – კატალონიელები საწყის ტრანსფერთან შედარებით 30 მილიონი ევროს ეკონომიას აკეთებენ. "მეთოფეები" თავდაპირველად თავიანთ კაპიტანში 60 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ხოლო ფაბრეგასის ხელფასი 30 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო (5 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში).

ნანახია: 727 | დაამატა: zura-sazandrishvili | რეიტინგი: 0.1/9
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
barcas himni

საათი

რეკლამა 2 ლარად

საიტის მეგობრები

საიტის მთვლელები
 

barcagundi.tkWebsite builder - uCoz